Mipove-ს შესახებ
ჩვენი ისტორია
როგორც ყველა გენიალური იდეა, მიპოვეც წამიერად დაიბადა, წლების წინ, უკაცრიელი კაფის მაგიდასთან, ყავისა და ამავე მაგიდაზე გაშლილი ფურცლების თანხლებით.
საწყისი იდეა იყო მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი. ჩვენ ვქნიდით პროდუქტს,რომელიც საქართველოს ყველა ოსტატს ერთ სივრცეში მოუყრიდა თავს და დანარჩენი საზოგადოება მათთან დაკავშირებას ძალიან სწრაფად და მარტივად შეძლებდა. ეს იდეა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, მიტოვებული, უყურადღებოდ. წლების შემდეგ კი , ბევრი ფიქრის, შრომის და მონდომების შედეგად ხორცი შეისხა, გაიზარდა, დაიხვეწა და წარსდგა თქვენს წინაშე, როგორც mipove.com
მიუხედავად იმისა, რომ იდეა დიდი ხანია ცოცხლობს, მიპოვე პირველ ნაბიჯებს დგამს ონლაინ სივრცეში და მზად არის თქვენთან თანამშრომლობისთვის და განვითარებისთვის.
mipove ცოცხალი საზოგადოებაა, სადაც თქვენ, ოსტატები და ოსტატების მაძიებელნი ერთად, ერთ სივრცეში არსებობთ და ორმხრივად ეხმარებით ერთმანეთს, რაც ჩვენი თავდაპირველი ამოცანა და მიზანი გახლდათ.
შემოუერთდით ჩვენს საზოგადოებას
იქნება ხელოსნად იყოთ, რომელიც ნამუშევარს გაუზიარებს, თუ ის, ვინც გამორჩეულ ნიჭს ეძებს—mipove თქვენი პლატფორმაა.